ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი ამილახვარმა არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილესთან კონკურენტუნარიანობისა და ცოდნის გაცვლის საკითხებში შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილესთან კონკურენტუნარიანობისა და ცოდნის გაცვლის საკითხებში − აბდულლა ნასსერ ლუთასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების გაძლიერების საკითხებს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილემ კონკურენტუნარიანობისა და ცოდნის გაცვლის საკითხებში გიორგი ამილახვარს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერის სახელით გადასცა მოსაწვევი მმართველობის საკითხებზე მსოფლიო სამიტზე დასასწრებად, რომელიც 12-14 თებერვალს დუბაიში გაიმართება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც მეტად შეუწყობს ხელს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პარტნიორობის განმტკიცებას.

აბდულლა ნასსერ ლუთამ მადლობა გადაუხადა გიორგი ამილახვარს თანამშრომლობისთვის და ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელების მზაობა გამოხატა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე