ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან შეხვედრა გამართა

ბაქოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ფარიდ გაიბოვთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

გიორგი ამილახვარმა კოლეგას საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების კუთხით დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2024 წლის პირველი იანვრიდან ახალგაზრდობის სააგენტოს უფლებამოსილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცა და უახლოეს მომავალში, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება.

მინისტრის თქმით, სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სერვისისა და მრავალფეროვანი ღონისძიებების შეთავაზება.

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო ერთობლივი ახალგაზრდული პროექტების განხორციელებაზე.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა წარმატებები უსურვა გიორგი ამილახვარს დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში და მხარდაჭერის მზაობა გამოხატა.

შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე და მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი ესწრებოდნენ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე