ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის განათლების სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, პირველ მოადგილე ალექსანდრე წულაძესთან ერთად, დუბაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც 2024 წლის მსოფლიო სამთავრობო სამიტში მონაწილეობს.

სამიტის ფარგლებში გიორგი ამილახვარმა შეხვედრა გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების განათლების მინისტრ აჰმედ ბელჰოულ ალ ფალასთან. მხარეებმა ქვეყნებს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრის შემდგომ მინისტრებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის განათლების სხვადასხვა საფეხურისა და მეცნიერების მიმართულებით პარტნიორობის გაძლიერებას გულისხმობს.

დოკუმენტის თანახმად, მხარეები ხელს შეუწყობენ ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ვიზიტების ორგანიზებას, ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გაცვლას და პროფესორ-მასწავლებლებისთვის, ტრენერებისთვის, ექსპერტებისთვის და სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელებას.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ამილახვარი და ალექსანდრე წულაძე საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფებიან დუბაიში, სადაც პირველი ვიცე-პრემიერი მიმდინარე SDGs in Action 2024 წლის მსოფლიო სამთავრობო სამიტზე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარდგა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე