ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეხვედრა USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში შექმნილ ბიზნეს-ლიდერთა საბჭოს წევრებთან

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან ერთად, შეხვედრა გამართა USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში შექმნილ ბიზნეს-ლიდერთა საბჭოს წევრებთან.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა  და ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების განვითარების პროცესში საჯარო-კერძო პარტნიორობის მნიშვნელობაზე, რაც გულისხმობს ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად განხორციელებას.

გიორგი ამილახვარის თქმით, სახელმწიფო პროფესიულ განათლებაში, კერძო სექტორთან/დამსაქმებლებთან ერთად, განახორციელებს ინვესტიციებს. აღნიშნული ხელს შეუწყობს ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი კადრების მომზადებას, რაც დასაქმების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გაზრდის.

ღონისძიების ფარგლებში მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებმა განიხილეს კერძო სექტორის ჩართულობის კონკრეტული მაგალითები დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებისთვის, რაც შემდგომში სამსახურის მაძიებლებს ეკონომიკის ზრდად სექტორებში დასაქმებაში დაეხმარება და ადგილობრივ ბიზნესებს უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური, მოთხოვნადი ადამიანური კაპიტალით.  

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი მარიამ ლაშხი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე