ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ქალების მენტორობა ტექ. პროგრამებში‘‘ პრეზენტაცია გაიმართა

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) პროექტს – „ქალების მენტორობა ტექ. პროგრამებში‘‘ განახორციელებს.

1 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის პრეზენტაციაში მონაწილეობა საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან ერთად, მიიღო.

გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ევროკავშირს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ

ევროკავშირთან თანამშრომლობით და მისი წარმომადგენლების მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და ახალგაზრდული პროექტი ხორციელდება.

მინისტრმა საუბრისას საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და ციფრულ სფეროში ქალთა ჩართულობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, სამინისტრო მხარს უჭერს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში თანასწორი გარემოს შექმნას და თითოეული ადამიანისთვის შესაძლებლობების გამოვლენისთვის კიდევ უფრო ფართო ასპარეზის შექმნას.

აღსანიშნავია, რომ პროექტში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1100 ბენეფიციარი და 320 მენტორი ჩაერთვება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ინტენსიური მენტორობის პროგრამების განხორციელება, ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული ახალი კურსების შემუშავება და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის გაღრმავება, რაც პროექტში ჩართულ ქალბატონებს მეწარმეობის უნარების განვითარებისა და კარიერული პერსპექტივების განსაზღვრის შესაძლებლობას მისცემს და კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს მათ თვითრეალიზებასა და ქვეყნის განვითარების საქმეში მათი როლის გაძლიერებას.

BTU-ს ფართომასშტაბიანი პროექტი „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში‘‘ მიზნად ისახავს ციფრულ სფეროებში ქვეყნის ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას, ქალთა ჩართულობის ზრდასა და მათთვის თანასწორი გარემოს შექმნის ხელშეწყობას. პროექტის განხორციელებაში აქტიურად არის ჩართული წამყვანი ლიეტუვური ქალთა გაძლიერების ორგანიზაცია – „Women Go Tech“.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე