ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი ამილახვარი რუსთავის მერიის პროექტის „თაობა რუსთაველის‘‘ ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ქალაქ რუსთავის მედიათეკაში ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრა რუსთავის მერიის პროექტის „თაობა რუსთაველი‘‘ ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მიიღო.

გიორგი ამილახვარმა შეხვედრის მონაწილეებს ახალგაზრდების მხარდაჭერისა და ქვეყნის განვითარებაში მათი როლის გაძლიერების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები გააცნო და სხვადასხვა მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

გიორგი ამილახვარი: „ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა ახალგაზრდებთან ჩვენს ხედვასთან, სამომავლო გეგმებთან და ინიციატივებთან დაკავშირებით, რომელთა განხორციელებასაც წელს ვგეგმავთ.

ახალგაზრდებს გავაცანით როგორც ზოგად, ასევე უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში მიმდინარე პროექტები და რეფორმები. დისკუსია იყო ძალიან გახსნილი. ახალგაზრდებისგან მოვისმინეთ სხვადასხვა მოსაზრება და ინიციატივა.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე, აუცილებელია მოსწავლეების, სტუდენტების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რათა სამომავლო ინიციატივების დაგეგმვისას გავითვალისწინოთ მათი ინტერესები.‘‘

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით პირადად მინისტრისგან მიეღოთ დეტალური ინფორმაცია.

ახალგაზრდებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდა რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი. 

,,თაობა რუსთაველი“, რუსთავის მერიის ახალგაზრდული პროექტია, რომლის ფარგლებშიც, ონლაინ რეგისტრაციის საფუძველზე მოწვეულ ახალგაზრდებს, მათთვის საინტერესო პოლიტიკოსთან შეხვედრის შესაძლებლობა ეძლევათ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე