ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსის თანამდებობებზე კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს კონკურსს ტერიტორიული ორგანოს − საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობებზე.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 62 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აქვს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი;
  • განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.

კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება 2024 წლის 4 აპრილიდან დაიწყება და 15 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ვაკანსიების შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება ვებგვერდზე: https://hr.gov.ge

კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება:

  • პირველი ეტაპი – კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
  • მეორე ეტაპი – გასაუბრება. 

რესურსცენტრის უფროსობის კანდიდატი, კონკურსის პირველი ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, გასაუბრებას გაივლის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან/კომისიებთან.

გასაუბრების შესახებ ინფორმაცია თითოეულ კანდიდატს ინდივიდუალურად ეცნობება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაინიცირდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმად საგანმანათლებლო რესუსრცენტრის უფროსის თანამდებობა 2024 წლის პირველი იანვრიდან განისაზღვრა, როგორც პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობა.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე