ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატთა გასაუბრების განრიგი ცნობილია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატთა კონკურსის ფარგლებში გასაუბრების ეტაპი იწყება.

გასაუბრებაზე გასვლის შესაძლებლობა ექნებათ დირექტორობის კანდიდატებს, რომლებმაც კონკურსის პირველი ეტაპი – ტესტირება წარმატებით გაიარეს, კერძოდ, გადალახეს ტესტირებისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (მაქსიმალურ ქულათა 60%). ასევე, იმ პირებს, რომელთაც აქვთ საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატი და დადგენილ ვადებში დარეგისტრირდნენ საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

დირექტორობის კანდიდატთა გასაუბრება 2024 წლის 24 აპრილს დაიწყება.

გასაუბრების განრიგის ნახვა შესაძლებელია აქ.

გაცნობებთ, რომ გასაუბრების კომისიების მიერ განისაზღვრა კონკურსში მონაწილე დირექტორობის კანდიდატების შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც ხელმისაწვდომია ბმულზე.

მნიშვნელოვანია, რომ გასაუბრების თარიღი და ადგილმდებარეობა დირექტორობის კანდიდატმა უნდა გადაამოწმოს საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატთა რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით.

იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის კანდიდატს არ ახსოვს უნიკალური კოდი, მას შეუძლია დარეკოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 2 200 220 ან თავად გადაამოწმოს კოდი ვებგვერდზე: directors.mes.gov.ge

გასაუბრების განრიგის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უზრუნველყოფს დირექტორობის კანდიდატთა ინფორმირებას ინდივიდუალურად მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე