ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალი პროექტი - თემატური ბანაკები სტუდენტებს მასპინძლობს

კახეთში, სოფელ იყალთოში თემატური ბანაკების გახსნის ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ახალგაზრდებში სახელმწიფოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერების კუთხით თემატური ბანაკების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ბანაკების გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვახტანგ ბააკაშვილმა.

ღონისძიების შემდეგ მინისტრმა ბანაკის მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრა გამართა და ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტუალური საკითხი მათთან ერთად განიხილა.

აღსანიშნავია, რომ თემატური ბანაკები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით 2024 წელს პირველად ტარდება.

თემატური ბანაკები ივნისის ბოლომდე გაგრძელდება და წელს ახალგაზრდების 8 ნაკადს, ჯამში 500-მდე სტუდენტს უმასპინძლებს.

ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ თემატურ დისკუსიებში გლობალურ და ადგილობრივ გამოწვევებთან დაკავშირებით. ამასთან, მრავალფეროვან შემეცნებით და გასართობ აქტივობებთან ერთად, სტუდენტებისთვის ჩატარდება საჯარო ლექციები სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე