ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების მინისტრის მოადგილემ უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის (EHEA) მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დელეგაციამ, მინისტრის მოადგილე ტარიელ გუგავას ხელმძღვანელობით უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის (EHEA) მინისტერიალში სახელწოდებით – „ტირანა - 2024‘‘ მიიღო მონაწილეობა.

მინისტერიალის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე ტარიელ გუგავამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საქართველო სრულად იზიარებს უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისა და ბოლონიის პროცესის ხედვას ინკლუზიური და ინოვაციური უმაღლესი განათლების სისტემის შექმნასთან დაკავშირებით.

ტარიელ გუგავას თქმით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოში უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მექანიზმების დანერგვა.

მინისტერიალის ფარგლებში, კონფერენციის მონაწილეებმა უმაღლესი განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე იმსჯელეს და ამ მიმართულებით დასახული საერთო მიზნები და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დელეგაციამ მინისტერიალის პარალელურად შეხვედრები გამართა ევროპის სხვადასხვა დელეგაციის წარმომადგენლებთან და განიხილა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

მინისტერიალს „ტირანა - 2024‘‘ ალბანეთის დედაქალაქი ტირანა 29-30 მაისს მასპინძლობს. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ბოლონიის პროცესის მონაწილე 49 ქვეყნის დელეგაციისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები, მათ შორის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის წარმომადგენლები.

ბოლონიის პროცესს, რომელიც უმაღლესი განათლების ერთიანი ევროპული სივრცის შექმნას ითვალისწინებს, საქართველო 2005 წელს ბერგენის სამიტზე შეუერთდა, რის შემდეგაც უმაღლესი განათლების სისტემაში არაერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ცვლილება განხორციელდა.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე