ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები აშშ-ში გამართულ გამოფენაში მონაწილეობენ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს 19 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს, რომელიც ნიუ ორლეანში განათლების საერთაშორისო ასოციაციის (NAFSA) ორგანიზებით იმართება.

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, შეხვედრებს მართავენ სხვადასხვა უცხოური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც თანამშრომლობის გაღრმავების, ერთობლივი პროგრამების შემუშავებისა და სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობის საკითხებს განიხილავენ.

NAFSA უმაღლესი განათლების სფეროში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენაა, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყანა და 200-მდე ორგანიზაცია იღებს მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომელიც ხელს უწყობს უნივერსიტეტებს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასა და საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების მიმართულებით.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე