ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი ამილახვარმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციის წარმომადგენლებს – სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროვოსტსა და პირველ ვიცე-პრეზიდენტს უილიამ ტონგს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტს კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ჰალა მადანატსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა სკოლის დეკანს ჯეფრი რობერტსს უმასპინძლა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა 5 მილიონი დოლარის ღირებულების ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის მიმდინარეობა განიხილეს, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით,  2023 წელს დადებული მემორანდუმის საფუძველზე, 4 წლით გაგრძელდა. პროექტის ფარგლებში  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა 90-მდე სტუდენტი მიიღო სამ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე: კომპიუტერული მეცნიერება, კომპიუტერული ინჟინერია და სამოქალაქო ინჟინერია.

გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა დელეგაციის წევრებს საქართველოს უმაღლესი განათლების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მასშტაბური პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული, როგორც სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდების, ასევე საერთაშორისო აკრედიტაციის კუთხით.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე პროექტის გაფართოების საკითხი განიხილეს და ამ მიმართულებით სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

შეხვედრის დასასრულს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციის წარმომადგენლებმა გიორგი ამილახვარს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე