ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები განხორციელდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები განხორციელდა.

მოგეხსენებათ, პედაგოგების ახალი სახელფასო სისტემის დანერგვის კვალდაკვალ, იწყება აქტიური მუშაობა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის განვითარების მიმართულებით. ამ მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ შეიქმნა სპეციალური ინკლუზიური კომისია, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე წარმოადგენს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის დახვეწილ და გაუმჯობესებულ მოდელს. განახლებული სქემა დაეფუძნება საერთაშორისო რეკომენდაციებს, ეროვნული პრაქტიკის ანალიზსა და კვლევებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არსებულ სქემაში შემდეგი ცვლილებები განხორციელდა:

• 2025 წლის 1 იანვრამდე შეჩერდა სქემის იმ მუხლების მოქმედება, რითაც რეგულირდებოდა წამყვანი/მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების გზები.

• სკოლის ბაზაზე მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის დანერგვის და მასწავლებელთა ინტერესებზე მორგებული სერვისების შეთავაზების მიზნით, სქემაში შეჩერდა მუხლი, რომელიც მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სავალდებულო ტრენინგების გავლას განსაზღვრავს.

• მასწავლებლებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ კარიერული წინსვლის უნარების გამოცდა და არ წარუდგენიათ ან დაუხარვეზდათ პორტფოლიო, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე მიეცემათ პორტფოლიოს დაცვის შესაძლებლობა.

 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი მოდელი ორიენტირებული იქნება მასწავლებლის ინტერესებზე მორგებული სისტემის შექმნასა და სასკოლო საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობაზე.

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ახალ მოდელზე მუშაობის დაწყების გადაწყვეტილება ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილების გაანალიზების, სსიპ საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევებისა და სასკოლო საზოგადოების მხრიდან მიღებული მრავალრიცხოვანი უკუკავშირებს, რომლებმაც ცხადყო, რომ სქემა საჭიროებს გადახედვასა და განვითარებას.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე