ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე მალავის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა მალავის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის საპარლამენტო ჯგუფის პრეზიდენტი დოქტორი ბენ მალუნგა ფირი ხელმძღვანელობდა.

ნოდარ პაპუკაშვილმა მალავის მხარეს განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე რეფორმები გააცნო, განსაკუთრებული ყურადღება კი, პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს, მათ შორის, მალავის სტუდენტებისთვის საქართველოში განათლების მიღების შესაძლებლობაზე იმსჯელეს.

შეხვედრის დასასრულს დელეგაციის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტები და ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაფართოების მზაობა გამოთქვეს.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე