ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს შორის კულინარიული კონკურსი გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით კოლეჯ იკაროსის ბაზაზე კულინარიაში კონკურსი გაიმართა, რომელშიც 12 სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები მონაწილეობდნენ.

კონკურსანტებმა წინასწარ მიღებული დავალების საფუძველზე მოამზადეს მთავარი კერძი. კომპეტენტურმა ჟიურიმ, წინასწარ შედგენილი კრიტერიუმებით, შეაფასა მონაწილეები, რის საფუძველზეც გამოვლინდნენ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული კანდიდატები.

გამარჯვებული კონკურსანტები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე წულაძემ, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ირინე მარგიშვილთან ერთად, დააჯილდოვა.

ალექსანდრე წულაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, კონკურსანტებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.

საუბრისას მინისტრის პირველმა მოადგილემ წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და მათი დასაქმების ხელშეწყობის კუთხით კონკურსების ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამინისტრო ყოველთვის მხარს დაუჭერს პროფესიული განათლების საფეხურზე მსგავსი ინიციატივების განხორციელებას.

გამარჯვებულ მონაწილეებს პრიზები ასევე გადაეცათ სხვადასხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციისგან.

კონკურსის მიზანია პროფესიული განათლებისა და კულინარიის, როგორც პროფესიის პოპულარიზება. ასევე, უნარებისა და კომპეტენციების მაღალი სტანდარტის განვითარების ხელშეწყობა და ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

კონკურსი, თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის, ასევე კოლეჯ იკაროსის ინიცირებითა და ჩართულობით - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით, ასევე კერძო სექტორის ჩართულობით გაიმართა.

ამასთან, კონკურსი შესაძლებლობას აძლევს წარმატებულ სტუდენტებს, წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები.

კონკურსში მონაწილეობდნენ შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები: იკაროსი, ბლექსი, ახალი ტალღა, ოპიზარი, თეთნულდი, ჰორიზონტი, მერმისი, მოდუსი, პრესტიჟი, იბერია, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი და ლაკადა.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე