ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ნოდარ პაპუკაშვილმა საერთაშორისო Excellence School-ის სამდღიანი ღონისძიება გახსნა

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში, I2Q პროექტის ფარგლებში, მეორე საერთაშორისო Excellence School იმართება, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა გახსნა.

ნოდარ პაპუკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და Excellence School-ის ძირითადი თემატიკის - მულტისექტორული თანამშრომლობის, ტექნოლოგიების ტრანსფერისა და ინოვაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამდღიანი ღონისძიება ახალგაზრდა მეცნიერებსა და მკვლევრებს დაეხმარება ეფექტური თანამშრომლობის სტრატეგიების ჩამოყალიბებასა და მულტისექტორული პარტნიორობის გზით ინოვაციური მიდგომების განვითარებაში, რაც გაზრდის როგორც მათ კონკურენტუნარიანობას, ასევე უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის ხარისხს.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მიზნად ისახავს, საგრანტო პროექტების მართვისა და ინოვაციის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, ადრეული კარიერის მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალის მომზადებას. საერთაშორისო Excellence School-ის ძირითად ამოცანას კი, საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებში კვლევის შესაძლებლობების გაძლიერება, მათი კვლევითი სტრუქტურების, პროცესებისა და შედეგების ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ Excellence School ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) მხარდაჭერითა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ერთობლივი მასპინძლობით იმართება.

საერთაშორისო Excellence School-ის ფორმატით საქართველოში კიდევ ერთი ღონისძიება ჩატარდება, რაც გააძლიერებს აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების შესაძლებლობებს საგრანტო პროექტების შემუშავების, ტექნოლოგიების ტრანსფერისა და ინოვაციების და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მიმართულებით.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე