ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი ამილახვარი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინფრასტრუქტურასა და დაცულ ხელნაწერებს გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილთან ერთად, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვია, სადაც ადგილზე არსებულ უნიკალურ ხელნაწერებს, ცენტრის ინფრასტრუქტურასა და მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით პროცესს გაეცნო.

მინისტრმა ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზი, მემორიალური მუზეუმ-კაბინეტების საგამოფენო სივრცე, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული ხელნაწერების, ისტორიული დოკუმენტებისა და უცხოური ხელნაწერების საცავები და იქ დაცული მნიშვნელოვანი ინტელექტუალური და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაათვალიერა.

აღსანიშნავია, რომ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში შემონახულია როგორც საეკლესიო, ასევე საერო შინაარსის უნიკალური ხელნაწერები.

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 1958 წლის 30 ივნისს პროფესორ ილია აბულაძის ინიციატივით დაარსდა. იგი უძველესი ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული საბუთების ყველაზე მნიშვნელოვანი საცავია საქართველოში.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე