ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა მიიღო.

მინისტრის მოადგილემ კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულება მიულოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ნოდარ პაპუკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს მომავალი თაობების განათლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და მათ სამინისტროს სახელით სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

ღონისძიებაზე სტუმრების წინაშე სიტყვით ასევე წარდგა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე მღებრიშვილი.

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიის ფარგლებში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის - „მაჩაბელი” მოხალისე სტუდენტების, სპორტსმენებისა და წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოება გაიმართა. მათ შესაბამისი პრიზები მინისტრის მოადგილემ და უნივერსიტეტის რექტორმა გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს წელს 245 კურსდამთავრებული ჰყავს.

კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებას ესწრებოდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიორგი სოსიაშვილი, გორის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე