ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მთავრობის წევრებმა აგვისტოს ომში გარდაცვლილ გმირთა მემორიალს პატივი მიაგეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, 2008 წლის ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო.

გიორგი ამილახვარი: „ყველას გვახსოვს და დღესაც გვტკივა ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული მოვლენა, რომელმაც ჩვენი მებრძოლების, თანამემამულეებისა და არაერთი მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე შეიწირა.

ქედს ვიხრი დაღუპული მებრძოლების წინაშე და პატივს მივაგებ მათ ხსოვნას – ის თავგანწირვა, რაც მათ აგვისტოს ომში გამოიჩინეს გმირობისა და ქვეყნის სიყვარულის თვალსაჩინო მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის.

დღეს ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ იმ მონაპოვარს, რისთვისაც ჩვენი წინაპრები, ჩვენი თანამოქალაქეები იბრძოდნენ. არაერთი გამოწვევის მიუხედავად ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და საქართველოს უკეთეს მომავალზე ზრუნვა.

მჯერა, ქართველები ჩვენი ერთიანობით მივაღწევთ სანუკვარ ოცნებას - გავაერთიანებთ ქვეყანას და დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს.“

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე