ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სტუდენტთა მიღება გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სტუდენტების, მათ შორის პირველკურსელთა რიგით 102-ე ნაკადის, მიღება გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორ დავით გურგენიძესთან ერთად, მიიღო.

ნოდარ პაპუკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას, პირველკურსელებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და აკადემიურ პერსონალს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

სტუდენტთა მიღების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის მოეწყო გასართობი სივრცეები და გაიმართა კონცერტი სხვადასხვა არტისტისა თუ მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით. ამასთან, პირველკურსელ სტუდენტებს, უნივერსიტეტის ინიციატივით, სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით გაიზარდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა რაოდენობა. ჯამში STU-მ წელს 3616 პირველკურსელი მიიღო.

უნივერსიტეტი 2024-2025 სასწავლო წელს სიახლეებით ხვდება. კერძოდ, მიმდინარეობს მერვე სასწავლო კორპუსის რეაბილიტაციის პროცესი. პროექტის ფარგლებში განახლდება ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ენერგეტიკის ფაკულტეტის ფოიე, აუდიტორიები, დერეფნები და სასწავლო ინფრასტრუქტურა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად ტექნიკური უნივერსიტეტის მერვე კორპუსის შენობა სრულად შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე