ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის სერტიფიკატის მოსაპოვებლად ტრენინგების ციკლი გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგების ციკლი კონკურსის გზით შერჩეული 32 კანდიდატისთვის, რომლებსაც სურთ, მოიპოვონ პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის სერტიფიკატი.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრს ესტუმრა, სადაც ტრენინგის მონაწილეებს შეხვდა. მან შერჩეულ კანდიდატებს ტრენინგების ციკლის წარმატებით დასრულება მიულოცა და კონკურსით დადგენილი შემდგომი ეტაპების წარმატებით გავლა უსურვა.

ტრენინგების ფარგლებში კანდიდატებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია პროფესიული განათლების სისტემის და მარეგულირებელი დოკუმენტების, მათ შორის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპებისა და ავტორიზაციის სტანდარტების შესახებ. ასევე, გაეცნენ პროფესიული კვალიფიკაციების შემუშავებისა და ავტორიზაციის პროცესის ძირითად ეტაპებს, რომლებიც მოიცავს საავტორიზაციო ვიზიტის დაგეგმვას, განხორციელებას, დასკვნის მომზადებას, საჯარო განხილვაში მონაწილეობასა და შეფასებას. ტრენინგის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა კომუნიკაციის როლზე ექსპერტულ საქმიანობაში და ექსპერტთა ეთიკის კოდექსზე.

აღნიშნული ტრენინგის გავლის შედეგად კანდიდატები გადავიდნენ კონკურსის მომდევნო ეტაპზე, რომელიც ითვალისწინებს გასაუბრების გზით პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების ცოდნისა და ექსპერტის საქმიანობისთვის აუცილებელი კომპეტენციების შეფასებას.

კონკურსის ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატს მიენიჭება სერტიფიცირებული სპეციალისტის სტატუსი 5 წლის ვადით და სურვილის შემთხვევაში ის განისაზღვრება პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტთა კორპუსის შემადგენლობაში.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე