ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ალექსანდრე წულაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაში ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

მინისტრთან ერთად ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ქალაქ ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია.

სკოლის სრული რეაბილიტაცია სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. პროექტის შედეგად, 2024-2025 სასწავლო წელს სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის მოსწავლეები სრულად რეაბილიტირებულ, თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში გააგრძელებენ სწავლას.

შენობა, რომელიც 240 მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად განახლდა და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. უკვე მოეწყო ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.ასევე, სკოლაში იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები, ექიმის კაბინეტი, ბიბლიოთეკა და სასადილო. ამასთან, შენობა სრულად აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით.

აღსანიშნავია, რომ სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია.

სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით,საქართველოში მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ბოლომდე ჯამში 100-მდე საჯარო სკოლის მშენებლობა/ სრული რეაბილიტაცია დასრულდება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე