ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეული გაიხსნა

ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულს მასპინძლობს.

ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბაია კვიციანთან და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურ დირექტორ, ირინე მარგიშვილთან ერთად გახსნა.

კვირეულის ფარგლებში იმართება პრეზენტაციები, ვორქშოპები, პანელური დისკუსიები, ეწყობა საგამოფენო სივრცე, სადაც მხარეები ერთმანეთს უზიარებენ საუკეთესო პრაქტიკას და განიხილავენ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს. რაც, თავის მხრივ, ქართულ და საერთაშორისო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ერთობლივ პროექტებზე მუშაობის პრაქტიკას უყალიბებს და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციას უწყობს ხელს.

ღონისძიება პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საერთაშორისო დონეზე პარტნიორობის ჩამოყალიბების ხელშესაწყობად იმართება.

პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულში საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო კოლეჯების წარმომადგენლები და პარტნიორი საერთაშორისო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები იღებენ მონაწილეობას 10 ქვეყნიდან ¬- მათ შორის: ესპანეთი, ლიეტუვა, გერმანია, ესტონეთი, ლატვია, უნგრეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, თურქეთი და ჩინეთი.

კვირეულის გახსნას ასევე ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ასევე საელჩოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე