ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ალექსანდრე წულაძე აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურას გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.

ახლად რეაბილიტირებულ სკოლას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე ესტუმრა, განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და სასკოლო საზოგადოებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საგანმანათლებლო სივრცეში სასწავლო პროცესის გაგრძელება მიულოცა.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა მარანის საჯარო სკოლის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა და მათთან სხვადასხვა აქტუალური საკითხი, მათ შორის პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკა და მათი პროფესიული განვითარების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილა.

შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე წულაძემ სოფელ მარანის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ვიბლიანი და აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია ესწრებოდნენ.

200 მოსწავლეზე გათვლილი მარანის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 2,5 მლნ ლარზე მეტია.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში,სასწავლო სივრცეების პარალელურად, ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, ბიბლიოთეკა, ბუფეტი და სპორტული დარბაზი.

სკოლა სრულად არის ადაპტირებული - მოეწყო ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე