ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ალექსანდრე წულაძე: „უმაღლესი განათლების სისტემა განვითარების თვისობრივად ახალ მოდელზე გადადის – უმაღლესი განათლების საფეხურზე შემოთავაზებული პროგრამის წამყვან კომპონენტს წარმოადგენს სახელმწიფო უნივერსიტეტების განვითარების ახალი კონცეფცია“

„უმაღლესი განათლების სისტემა განვითარების თვისობრივად ახალ მოდელზე გადადის – უმაღლესი განათლების საფეხურზე შემოთავაზებული პროგრამის წამყვან კომპონენტს წარმოადგენს სახელმწიფო უნივერსიტეტების განვითარების ახალი კონცეფცია, რომელიც კონცეპტუალურ გარდაქმნებს, ინფრასტრუქტურულ განახლებას და სასწავლო-სამეცნიერო გარემოს გაუმჯობესებას მოიცავს.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კონცეფციის შემუშავებაში ჩართულები იქნებიან წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.

ჩვენი ხედვაა საუნივერსიტეტო კონსორციუმების, ქსელების ფორმირება, ახალი საუნივერსიტეტო ქალაქის აშენება, რომელიც მოიცავს როგორც ახალ კამპუსებს ისე სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს.

აქვე მსურს აღვნიშნო, რომ 2025 წელს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნება სტუდენტთა ახალი საერთო საცხოვრებელი.

აღნიშნული კონცეფციის ნაწილი იქნება ასევე უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი - შედეგზე დაფუძნებული მოდელი, რომლის საშუალებითაც ჩვენ უზრუნველვყოფთ დაფინანსების შესაბამისობას სახელმწიფო პრიორიტეტებთან და ამავდროულად, უმაღლეს სასწავლებლებს შევუქმნით სათანადო ფინანსურ გარანტიებს ეფექტიანი და სტაბილური განვითარებისათვის,“ – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა ალექსანდრე წულაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ალექსანდრე წულაძემ საქართველოს პარლამენტის წევრებს უმაღლესი განათლების საფეხურზე მიმდინარე პროექტებისა და განსახორციელებელი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში ბოლო წლებში განხორციელებულმა ცვლილებებმა და მის მიმართ საერთაშორისო პარტნიორებში ნდობის მნიშვნელოვნად ამაღლებამ გამოიწვია უმაღლესი საგანმანათლებლო სფეროს სწრაფი ტემპით განვითარება და უზრუნველყო განათლების სექტორიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსული თანხების მნიშვნელოვანი ზრდა.

საუბრისას ალექსანდრე წულაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე.

ალექსანდრე წულაძე: „მსურს კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად საქართველოში, ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ქველმოქმედებით, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობით ქუთაისში დაფუძნდა მრავალპროფილური საერთაშორისო დონის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ეტაპობრივად ხდება სწავლის, კვლევისა და ტექნოლოგიების ჰაბი რეგიონში.

KIU-ს სტუდენტთა ოდენობა, ჩვენი გათვლებით, მომდევნო წლებში 20 000-ს გადააჭარბებს. აღნიშნულმა პროექტმა არსებითად შეუწყო ხელი საქართველოში სასწავლო-სამეცნიერო გარემოს გაუმჯობესებას.”

საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ალექსანდრე წულაძე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო, როგორიც არის – ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციისა და შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, უნივერსიტეტების ჩართულობა სხვადასხვა ალიანსსა და ქსელებში, სტუდენტთა მხარდაჭერა, სამწლიანი საბაკალავრო და ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამების გაფართოება, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის მიღწევებზე დაფუძნებული კარიერული წინსვლის დანერგვა და სხვა.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე