ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ალექსანდრე წულაძემ ბრიტანეთის საბჭოსა და Times Higher Education-ის წარმომადგენლებთან ტრანსნაციონალური განათლების სფეროში თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის გეგმები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ Times Higher Education-ის უმაღლესი განათლების მიმართულების მთავარ კონსულტანტს, დევიდ პრენტისსა და ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისის დირექტორს, ზაზა ფურცელაძეს უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა უმაღლესი განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებიც გააცნო და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

საუბარი შეეხო ტრანსნაციონალური განათლების სიღრმისეული კვლევის ანგარიშის მიგნებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც Times Higher Education-მა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში ჩაატარა. აღინიშნა, რომ კვლევის შედეგები საქართველოში ბრიტანული უნივერსიტეტების მოზიდვის უდიდეს შესაძლებლობას იძლევა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ალექსანდრე წულაძემ ხაზი გაუსვა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზაციისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით თანამშრომლობას. მისი თქმით, ტრანსნაციონალური განათლების კვლევაში ასახული რეკომენდაციების ეფექტიანი განხორციელებისთვის სამინისტრო დისკუსიების წამოწყების მზაობას გამოხატავს.

ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს მინისტრს სამინისტროსთან მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და სამომავლო პარტნიორობის საქმეში სრული მხარდაჭერა აღუთქვეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობის შემდგომი ეტაპის ფარგლებში, Times Higher Education-ის კვლევის შედეგების საფუძველზე და ქვეყნის პრიორიტეტების გათვალისწინებით, შემუშავდება ქართულ-ბრიტანული ტრანსნაციონალური განათლების საგზაო რუკის დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნება კონკრეტული აქტივობები საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებს შორის აკადემიური პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები – ბაია კვიციანი და თამარ ღვამიჩავა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე