ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

KIU-სა და „Huawei“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და „Huawei“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა – დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ გახსნა.

ალექსანდრე წულაძემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მემორანდუმი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით.

ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ და კომპანია „Huawei‘‘-ს თბილისის ოფისის წარმომადგენელმა ლუ პენგჰონგმა.

მემორანდუმის ფარგლებში KIU გახდება პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში, სადაც გლობალური ტექნოლოგიური კომპანიის – „Huawei ICT‘‘ აკადემია გაიხსნება და უნივერსიტეტი ეტაპობრივად ჩამოყალიბდება რეგიონში ტექნოლოგიურ ჰაბად.

KIU-ს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს წვდომა ექნებათ უახლეს ტექნოლოგიებზე, რესურსებსა და საგანმანათლებლო ინიციატივებზე. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, საერთაშორისო კონკურსებში მიიღონ მონაწილეობა და მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად იმუშაონ საერთაშორისო პროექტებზე.

სტუდენტებს ასევე უნიკალური შესაძლებლობა მიეცემათ, გაიარონ სტაჟირება „Huawei‘‘-ს კომპანიაში, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით. მნიშვნელოვანია, რომ აკადემია KIU-ს პროფესორ-მასწავლებლებს შესთავაზებს გადამზადების პროგრამებს, რომლებსაც უცხოელი ექსპერტები წარუძღვებიან.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე