ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით CERN/IPPOG კოლაბორაციის მასტერკლასი გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ბირთვული კვლევის ევროპული ორგანიზაციისა (CERN) და მის ბაზაზე მოქმედ ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო ჯგუფთან (IPPOG) თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო შემეცნებითი CERN/IPPOG მასტერკლასების 2025 წლის სესიების ციკლი დაიწყო.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, CERN/IPPOG მასტერკლასის პირველ სესიას საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო მასტერკლასი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ანა მღებრიშვილმა გახსნა.

ანა მღებრიშვილმა მასტერკლასში მონაწილე მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო მასტერკლასი, STEM და ტექნოლოგიურ მეცნიერებებზე ორიენტირებული ახალგაზრდებისთვის, CERN-ის სამეცნიერო ექსპერიმენტების გაცნობის უნიკალური საშუალებაა. მინისტრის მოადგილის თქმით, ნაწილაკების ფიზიკის კვლევების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრო გააგრძელებს მასტერკლასების მხარდაჭერას მომავალშიც, რათა ქვეყნის მასშტაბით უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცეს უნიკალური შესაძლებლობა ეზიაროს ახალ ცოდნას და მიიღოს მონაწილეობა CERN-ის სამეცნიერო-კვლევით ექსპერიმენტებში.

CERN/IPPOG-ის შემეცნებითი მასტერკლასების მიზანს წარმოადგენს მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაცია, ახალგაზრდა თაობების მოზიდვა და დაინტერესება ფუნდამენტური კვლევებით. CERN-ის მეთოდიკით ჩატარებული ვორქშოპის ფარგლებში მოზარდებს, უცხოელ თანატოლებთან ერთად, საკუთარი უნარების წარმოჩენისა და შეფასების კარგი შესაძლებლობა ჰქონდათ.

CERN/IPPOG-ის მასტერკლასები საქართველოში ყოველწლიურად იმართება და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიზანია მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ჩართვა პროცესში. 2025 წელს დაგეგმილია კიდევ 5 მასტერკლასის ჩატარება 5 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მიმდინარე წელს მასტერკლასები პარალელურად მიმდინარეობს ხორვატიაში, ბულგარეთში, თურქეთსა და კვიპროსში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და  CERN/IPPOG-ს შორის თანამშრომლობა 2020 წელს დაიწყო, ხოლო 2019 წლიდან საქართველო IPPOG კოლაბორაციის სრულუფლებიანი წევრია.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე