ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კახეთის რეგიონში 3 ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, კახეთის რეგიონში 3 ახალი საჯარო სკოლა გახსნა.

მინისტრებმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა სკოლების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნენ და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცეს.

აღსანიშნავია, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის მე-2 და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ

საქობოს საჯარო სკოლებში სასწავლო სივრცეების პარალელურად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი.

სკოლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ასევე მოეწყო გარე მოედნებიც.

 

● სოფელ ოზაანის ახლად აშენებული საჯარო სკოლა 120 მოსწავლეზეა გათვლილი და სამშენებლო პროექტის ჯამური ღირებულება 3 000 000 ლარამდეა;

● სოფელ ზემო ალვანის ახლად რეაბილიტირებული N2 საჯარო სკოლა 400 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ჯამური ღირებულება 4 000 000 ლარამდეა;

● სოფელ საქობოს ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა 500 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის ჯამური ღირებულება 5 000 000 ლარზე მეტია.

 

საჯარო სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე