ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის 2025-2027 წლების სექტორული სამოქმედო გეგმის საჯარო კონსულტაციების პროცესი დაიწყო

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 31 აგვისტოს N446-ე დადგენილებით დამტკიცებული 2022-2030 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადის ამოწურვიდან გამომდინარე, 2019 წლის 20 დეკემბრის საქართველოს მთავრობის N629 დადგენილებით დამტკიცებული „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის“ შესაბამისად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის (სამდივნო) კოორდინაციით, შემუშავდა 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის 2025-2027 წლების სექტორული სამოქმედო გეგმის პირველადი პროექტი, რომლის განსახილველად საჯარო კონსულტაციების პროცესი დაიწყო.

პოლიტიკის დოკუმენტის პირველადი პროექტი შემუშავდა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროგრამის: „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ – ადგილობრივი ექსპერტის, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი სსიპ-ების/ა(ა)იპ-ის აქტიური ჩართულობითა და დახმარებით.

პოლიტიკის შემუშავების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მოქალაქეების, თემისა და მთლიანად დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობის მიზნით, საჯარო კონსულტაციები ონლაინ ფორმატში ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით თქვენი კომენტარები, რეკომენდაციები, შენიშვნები და წინადადებები მიმდინარე წლის 18 აპრილის ჩათვლით შეგიძლიათ გაგვიზიაროთ სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის (სამდივნო) შემდეგი ელ.ფოსტის მისამართზე: [email protected]

საჯარო კონსულტაციების საფუძველზე მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით, 2020-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის 2025-2027 წლების სექტორული სამოქმედო გეგმის პროექტი გადაიხედება და განხილულ იქნება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თავმჯდომარეობით მოქმედი, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 ივნისის N304 დადგენილებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს წევრებთან დასადასტურებლად. საბოლოო ეტაპზე, სამოქმედო გეგმის პროექტი სამინისტროს ინიციატივით წარედგინება საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად.

იხილეთ

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე