ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბაია კვიციანმა აზერბაიჯანში აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) კონფერენციასა და უნარების განვითარების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციის მთავარი მიზანი იყო CAREC-ის წევრ სახელმწიფოებს შორის პარტნიორობის გაძლიერება, ახალი რეგიონული ინიციატივების შემუშავება და უნარების განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

ვიზიტის ფარგლებში CAREC-ის წევრ ქვეყნებს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებში მწვანე უნარების განვითარებასა და ამ მიმართულებით ინფორმაციის გაცვლას.

ბაია კვიციანმა ასევე შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილე ჰასან ჰასანლისთან, რომელთანაც განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა.

ჰასან ჰასანლიმ მინისტრის მოადგილეს STEAM ინოვაციების ცენტრში უმასპინძლა, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ცენტრის საქმიანობა გააცნო.

ბაია კვიციანი ბაქოში სხვადასხვა პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასაც ესტუმრა, მათ შორის, სოკარის საგანმანათლებლო და მასერტიფიცირებელ ცენტრს (Socar’s Training-Education and Certification Department), ბაქოს წარმოებისა და ინოვაციების სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრს (Baku Industry and Innovation State Vocational Education Center) და აზერბაიჯანის ტექნიკურ უნივერსიტეტს (Azerbaijan Technical University).

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე