ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბაია კვიციანმა UNHCR-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კემლინ ფურლის უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა თავშესაფრის მაძიებლებისთვის, ლტოლვილებისთვის და მოქალაქეობის არმქონე ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

UNHCR-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მადლიერება გამოხატა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიმართ ყველა იმ პროექტის განხორციელებისთვის, რომელსაც უწყება ბავშვების მხარდასაჭერად უზრუნველყოფს.

თავის მხრივ, ბაია კვიციანმა კემლინ ფურლის მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების მზაობა გამოთქვა.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე