ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბაია კვიციანმა ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში არსებული ქართველოლოგიის პროგრამის წარმომადგენელთან, პროფესორ სტივენ ჯონსთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქართველოლოგიის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს და პროგრამის გაფართოების მიმართულებით სამომავლო გეგმები დასახეს.

შეხვედრის ფარგლებში ბაია კვიციანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქართული ენისა და ლიტერატურის საერთაშორისო ხილვადობის გაზრდის მნიშვნელობაზე. მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს უცხო ქვეყნის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართველოლოგიის ცენტრების დაფუძნებასა და ფუნქციონირებას.

თავის მხრივ, სტივენ ჯონსმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის და სამინისტროსთან თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, 2022 წლის თებერვლის თვიდან, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ხორციელდება, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და პოლიტიკის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებასა და გაცვლას. პროგრამაში გათვალისწინებულია კვლევები კავკასიოლოგიის მიმართულებითაც.

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე