ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს უნივერსიტეტების მედიცინის სკოლებში პირველად ობიექტურად სტრუქტურირებული სასწავლო პრაქტიკა დაინერგება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პროექტის „OSTE-ს სადგურების დანერგვა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავამ გახსნა.

თამარ ღვამიჩავამ სიტყვით მიმართვისას უნივერსიტეტებში ობიექტურად სტრუქტურირებული სწავლების შეფასების (OSTE) მეთოდის იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრო მხარს უჭერს ყველა იმ პროექტს, რომელიც აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო გარემოს მოდერნიზებასა და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერებას ემსახურება.

მინისტრის მოადგილის თქმით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენება ხელს უწყობს უნივერსიტეტების სტრატეგიული გეგმების განხორციელებას, რომელიც, თავის მხრივ, შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების ეროვნულ მიზნებთან და სახელმწიფო პრიორიტეტებთან.

პროექტის ერთ-ერთი მიზანია აკადემიური პერსონალის სწავლების მეთოდებისა და ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ამასთან, კადრების მომზადების ახალი, თანამედროვე მიდგომების, როგორც ფაკულტეტის განვითარების ინსტრუმენტის შემუშავება, რაც მნიშვნელოვანია მოდერნიზებული, ინტეგრირებული სასწავლო გეგმის სრულფასოვანი განხორციელებისთვის.

„OSTE-ს სადგურების დანერგვა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში‘‘ კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო კონკურსში გამარჯვებული და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მიერ ერთობლივად განხორციელდა.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე