ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ალექსანდრე წულაძე „სტუდფესტი 2025‘‘ ფარგლებში გამართულ სპორტულ ტურნირებს დაესწრო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე სტუდენტური ფესტივალის – „სტუდფესტი 2025‘‘ ფარგლებში გამართულ სპორტულ ტურნირებს დაესწრო, რომელშიც მონაწილეობა 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტმა მიიღო.

მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გენო პეტრიაშვილი, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი.

„სტუდფესტი“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით ხორციელდება.

„სტუდფესტი 2025“ ემსახურება: ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას; ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდებს შორის კულტურული და შემოქმედებითი იდეების გავრცელებას; ინტერაქტიური აქტივობების საშუალებით სტუდენტების პროფესიული და ინტელექტუალური უნარების განვითარებას; ახალგაზრდებში მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაციას, გუნდური მუშაობის, კრიტიკული აზროვნებისა და ინოვაციური იდეების წარმოსახვის ხელშეწყობას; ერთიანი სივრცის შექმნას, სადაც სტუდენტები შეძლებენ ურთიერთობას, გამოცდილების გაზიარებას და ახალი ცოდნის მიღებას.

ფესტივალი, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება, მოიცავს უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირების ჩატარებას და კულტურული, საგანმანათლებლო და მოხალისეობრივი აქტივობების გამართვას „სტუდფესტში“.

ახალგაზრდული ფესტივალი, გარდა სპორტული, საგანმანათლებლო, კულტურული და მოხალისეობრივი მიმართულებისა, გულშემატკივრის პრიზსაც ითვალისწინებს.

„სტუდფესტში“ მონაწილეობა უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს შეუძლიათ.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე