ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი ჯინჭარაძემ ხელოვნური ინტელექტის (AI) შესახებ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში, მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის – „Juniper Networks‘‘ მიერ ორგანიზებული ორდღიანი კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძემ მიიღო.

გიორგი ჯინჭარაძემ კონფერენციის მონაწილეებთან ერთად ქსელური ინფრასტრუქტურისა და wi-fi სისტემების მართვის პროცესში ხელოვნური ინტელექტის (AI) როლის მნიშვნელობაზე იმსჯელა და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერების მიზნით სამუშაო შეხვედრები გამართა.

მინისტრის მოადგილე „Juniper Networks‘‘-ის ვიცე პრეზიდენტ იარობ საქნინს და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დირექტორ ივანე იაშაღაშვილს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში გიორგი ჯინჭარაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს საჯარო სკოლების ინტერნეტით უზრუნველყოფის გაუმჯობესების კუთხით ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების პერსპექტივებზე.

თავის მხრივ, იარობ საქნინმა და ივანე იაშაღაშვილმა მინისტრის მოადგილეს თანამშრომლობის მზაობა დაუდასტურეს.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მინისტრის მოადგილესთან ერთად, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელი, დიმიტრი ბერიძეც იმყოფებოდა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე