ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ალექსანდრე წულაძე: „ვულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს, ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს, დღეს, რომელსაც საქართველოს ყველა მოქალაქე ზეიმობს.

ჩვენთვის თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჩვენი საზოგადოების მთავარი საყრდენია. ეს არის დღე, რომელიც ყველა ჩვენგანს აერთიანებს და რომელიც უდიდესი მონაპოვარია.

დღევანდელი დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს.

საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება ის იდეაა, რომელიც მუდმივად იყო ქართული სულისა და სულისკვეთების გამღვივებელი და ეს მუდამ ასე იქნება.

თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას მუდმივი ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება, რასაც ჩვენი ხელისუფლება წარმატებით ართმევს თავს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა და ეკონომიკური წინსვლა. გვეცხოვროს გაერთიანებულ, თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში“.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე