ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველო საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში NAFSA 2025 მონაწილეობს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში NAFSA 2025 მონაწილეობს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სან დიეგოში იმართება. საქართველოს დელეგაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები – ბაია კვიციანი და თამარ ღვამიჩავა ხელმძღვანელობენ.

საგანმანათლებლო გამოფენაზე საქართველო წარმოდგენილია „Education In Georgia“ პროექტით, რომელიც სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აერთიანებს. უნივერსიტეტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, გაზარდონ საკუთარი ცნობადობა, გააფართოონ თანამშრომლობა და მოიძიონ პოტენციური პარტნიორები, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას.

გამოფენის მონაწილეებს შეუძლიათ, ესტუმრონ „Education in Georgia-ს“ სივრცეს და ადგილზე გაეცნონ ქართული უნივერსიტეტების შესაძლებლობებს, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, VR სათვალეების მეშვეობით დაათვალიერონ საუნივერსიტეტო კამპუსები და იხილონ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღირსშესანიშნაობები.

NAFSA 2025-ში 100-ზე მეტი ქვეყნის 10 000-მდე დელეგატი მონაწილეობს და გამოფენის მიზანს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირების ხელშეწყობა წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2016 წლიდან ახორციელებს პროექტს „Education In Georgia“, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების საერთაშორისო კავშირების განვითარებას და სტუდენტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალის მობილობის მხარდაჭერას.

მიმდინარე წელს საქართველო პროექტით – „Education In Georgia‘‘ უკვე რიგით მეოთხე გამოფენა/კონფერენციაზეა წარმოდგენილი. საქართველოს დელეგაცია წარმატებით მონაწილეობდა ინდოეთში, დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთში გამართულ ღონისძიებებში.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე