ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ალექსანდრე წულაძემ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ სკოლის მოსწავლეებსა და ყველა პატარას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.

მინისტრმა 169-ე საჯარო სკოლაში გამართულ სახალისო, შემეცნებით აქტივობებში მიიღო მონაწილეობა და მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ალექსანდრე წულაძე: “მინდა, მოგილოცოთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ლაღი, ბედნიერი წლები და ოცნებების ახდენა გისურვოთ.

განსაკუთრებით გილოცავთ მშობლებს, მასწავლებლებს და ყველას, ვინც საკუთარი ცხოვრება დაუკავშირეთ მომავალი თაობების აღზრდას.

ბავშვების მხარდაჭერა, პატივისცემა და მათ ბედნიერ, ჯანსაღ გარემოში აღზრდა ჩვენი უმთავრესი საზრუნავია.

ცოდნა არის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ინვესტიცია, შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მომავალ თაობას საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისთვისა და თვითრეალიზებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო შევუქმნათ.

ბავშვებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის იმედი - ის თაობა, რომელიც ქმნის საქართველოს ხვალინდელ დღეს. გვჯერა თქვენი შესაძლებლობების, თქვენი ნიჭიერებისა და უკეთესი მომავლის!”

მინისტრმა საუბრისას განსაკუთრებით გამოყო ის ფაქტი, რომ 169-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გახლავთ ხვიჩა კვარაცხელია და დამსწრე საზოგადოებას მისი გამარჯვება მიულოცა.

“სიმბოლურია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გუშინდელი გამარჯვების შემდეგ, დღეს სწორედ მის სკოლაში ვიმყოფებით. ვულოცავ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ მოვლენას - ხვიჩა კვარაცხელიას გამარჯვება, მთელი საქართველოს გამარჯვებაა!“ - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

169-ე საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილო და დიდუბის რაიონის გამგებელი ზურა უგულავა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე