ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველო ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIF) სამდღიან სემინარს მასპინძლობს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIF) სამდღიან რეგიონულ სემინარს მასპინძლობს, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ბაია კვიციანმა გახსნა.

სემინარის თემაა: „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ფრანგული ენის სწავლებაში“ და მასში ცხრა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ: საქართველო, ალბანეთი, სომხეთი, ბულგარეთი, კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა, რუმინეთი და სერბეთი.

სიტყვით გამოსვლისას ბაია კვიციანმა მონაწილე ქვეყნებს მადლობა გადაუხადა აქტიური ჩართულობისთვის და აღნიშნა, რომ სწორედ ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა უწყობს ხელს რეგიონული დიალოგისა და ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომების განვითარებას.

ბაია კვიციანის თქმით, ტექნოლოგიური პროგრესი მნიშვნელოვან ცვლილებებს ახდენს განათლების სფეროში, და საქართველოც მუდმივად ცდილობს ინოვაციური მეთოდების დანერგვას განათლების სისტემაში. აღნიშნული სემინარი კი, ხელს შეუწყობს ახალი იდეებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, რაც თითოეული მონაწილე ქვეყნისთვის ფასეული რესურსი იქნება.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ფრანგული ენის პოპულარიზაცია და ხარისხიანი სწავლების უზრუნველყოფა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ენის სწავლებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის გამოყენებას – როგორც სწავლების ეფექტურობის გაზრდის, ისე მრავალფეროვანი და ინტერაქტიური გამოცდილების შექმნის კუთხით.

OIF-ის ხელოვნური ინტელექტის გლობალური სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილი სემინარი მიზნად ისახავს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მასშტაბით ფრანგული ენის სწავლა-სწავლებაში ჩართული ექსპერტების, ტრენერებისა და პროფესორ-მასწავლებლების გამოცდილებაზე დაფუძნებული ერთიანი სასწავლო მოდულის შემუშავებას.

უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველო, როგორც ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIF) წევრი ქვეყანა, OIF-ის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში ყოველწლიურად მონაწილეობს. 2025 წელს კი, საქართველო შეირჩა როგორც მასპინძელი ქვეყანა.

მინისტრის მოადგილესთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს ასევე უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ფრანკოფონიის რეგიონული ცენტრის (CREFECO) აღმასრულებელმა დირექტორმა ბ. ემანუელ სამსონმა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე