ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბაია კვიციანმა ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში STEAM ინოვაციური სამუშაო სივრცე გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ქალაქ ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში STEAM ინოვაციური სამუშაო სივრცე – STEAM LAB გახსნა.

ბაია კვიციანმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მოსწავლეებისთვის შეთავაზებული STEAM პროგრამა და თანამედროვე ტექნიკური რესურსი ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, რომ მოზარდებმა იმუშაონ ინოვაციურ პროექტებზე. მინისტრის მოადგილის თქმით, 33-ე საჯარო სკოლა იმერეთის რეგიონის სხვა სკოლებისთვის STEAM ჰაბის ფუნქციასაც შეასრულებს, რაც ახალი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით მნიშვნელოვანია.

STEAM ინოვაციური სივრცის გახსნის შემდეგ ბაია კვიციანი კონკურსის „მომავლის საქართველო“ რეგიონული ტურის – იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების მონაწილე სკოლების მიერ მომზადებულ STEAM პროექტებს გაეცნო და მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

33-ე საჯარო სკოლის ახალ STEAM LAB-ს გადაეცა – პროგრამირების შესასწავლი, რობოტიკის, STEAM, სასწავლო-სამეცნიერო, ქარის ენერგიის, მწვანე და ა.შ. ნაკრებები; 3D პრინტერი, დრონი და კომპიუტერული ტექნიკა. ასევე, ინოვაციური სივრცეები აღიჭურვა სპეციალური ავეჯით, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემოთავაზებულ სტანდარტებს. STEAM LAB უზრუნველყოფილია ვიდეო საკონფერენციო სისტემით, რაც სხვა სკოლებთან დისტანციურად დაკავშირების, ერთობლივი STEAM პროექტებისა და სხვა ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

შეგახსენებთ, რომ STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის პილოტირება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ეტაპობრივად უკვე დაიწყო 200 სკოლაში, სადაც შეიქმნა STEAM ლაბორატორიები, განხორციელდა მასწავლებელთა გადამზადება და უზრუნველყოფილი იქნა საჭირო საგანმანათლებლო რესურსებით. პროექტის ფარგლებში მომზადება გაიარა საბუნებისმეტყველო საგნების 400-ზე მეტმა პედაგოგმა. პროგრამაში ჩართულია 3000 მეტი მოსწავლე.

2025-2026 სასწავლო წლიდან სამინისტრო გეგმავს პროექტის სულ სხვა მასშტაბით ინიციირებას, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს STEAM მიმართულების პოპულარიზაციას.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე