ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საჯარო სკოლებში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიან პროგრამებს პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, პროექტის „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ ფარგლებში, საჯარო სკოლებში პირველად დაიწყო პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიანი პროგრამების განხორციელება.

პროექტის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეს №1 და ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძის საჯარო სკოლებს პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს, რომლებსაც სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატები, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა გადასცა.

ბაია კვიციანმა კურსდამთავრებულებს მიღწეული წარმატება მიულოცა, სამომავლო საქმიანობაში წინსვლა უსურვა და პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლებში პროფესიული პროგრამების ინტეგრირება ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას მოსწავლეებისთვის, შეიძინონ მათთვის სასურველი პროფესია უმოკლეს ვადაში და წარმატებით დასაქმდნენ.

სოფელ ვალეს №1 და ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს ასევე სტუმრობდნენ პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი ირინე მარგიშვილი და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. კერძოდ, პროფესიული სახელოსნოებისა და ლაბორატორიების მოწყობის პროცესს.

პროექტის „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 20 საჯარო სკოლა უკვე აღიჭურვა პროფესიული სწავლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაცია მოიპოვა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას რეგიონებში.

მოკლევადიანი პროფესიულ პროგრამები განკუთვნილია როგორც უფროსკლასელებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. კურსდამთავრებულებს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი გადაეცემათ, რაც ზრდის მათ დასაქმების შესაძლებლობებს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე