ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„სააღმზრდელო პროგრამის სასკოლო გეგმაში ინტეგრაციის“ თემაზე სკოლის დირექტორებისთვის პრაქტიკული სემინარი ჩატარდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა საჯარო სკოლის დირექტორებისა  და რესურსცენტრის წარმომადგენლებისთვის სემინარი გახსნა თემაზე – „სააღმზრდელო პროგრამის სასკოლო სასწავლო გეგმაში ინტეგრირება“.  

ორდღიანი სემინარის ფარგლებში შემუშავდება სკოლის საჭიროებებზე მორგებული სააღმზრდელო აქტივობების ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც ყველა სკოლისთვის  რეკომენდაცია გახდება.

თამარ მახარაშვილმა სემინარის მონაწილეებთან საგანმანათლებლო პროცესში აღზრდის კომპონენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა,  სწორედ  სკოლის დირექტორებმა  უნდა  შეძლონ სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის ჰარმონიზება ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სკოლის, როგორც ერთიანი ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირება. მისი თქმით, სამინისტრო ხელს უწყობს რესურსცენტრების ხელმძღვანელებსა და სკოლის დირექტორებს, ერთმანეთს პრაქტიკული რჩევები და გამოცდილება გაუზიარონ, რის საფუძველზეც ერთიანი სახელმძღვანელო  ჩარჩო დოკუმენტი შემუშავდება.

სემინარის პირველ დღეს,  მონაწილეებმა  ინფორმაცია მიიღეს სკოლის სააღმზრდელო პროგრამის დაგეგმვის,  მონიტორინგისა და შეფასების შესახებ, რამაც ხელი უნდა შეუწყოს სკოლებში სისტემური და მიზნობრივი სააღმზრდელო პოლიტიკის დანერგვას.

ორი დღის განმავლობაში, მონაწილეები ასევე იმსჯელებენ სასკოლო ცხოვრებაში სააღმზრდელო საქმიანობის მნიშვნელობაზე და სასწავლო გეგმაში სააღმზრდელო კომპონენტის ინტეგრირებაზე შეჯერდებიან.   

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე