ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძე ვახტანგ კვარაცხელიას იუბილეს ულოცავს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსსა და დამსახურებულ მეცნიერს, ვახტანგ კვარაცხელიას 75 წლის იუბილეს ულოცავს.

გივი მიქანაძე: „მინდა, დიდი პატივისცემით მოგილოცოთ 75 წლის იუბილე.

გამორჩეული პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობით, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით მეცნიერების განვითარებაში. მართლაც ფასდაუდებელია ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის  განვითარებაში თქვენი როლი. თქვენი ნაყოფიერი მოღვაწეობის ნათელი მაგალითია არაერთი ნაშრომი და ის პროექტები, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ქართული სამეცნიერო სივრცის განვითარებისთვის განახორციელეთ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ იუბილეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და მხნეობას.”

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე