ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველო უკრაინელ მოსწავლეებს საზაფხულო ბანაკში მასპინძლობს

საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით კახეთში უკრაინელი მოზარდებისთვის საზაფხულო ბანაკი მოეწყო.

ბანაკის მონაწილე უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან და უკრაინასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ გიორგი კახიანთან ერთად, შეხვდა.

პრემიერ-მინისტრი და მინისტრები ბავშვებს გაესაუბრნენ და მათ ვახშამზე უმასპინძლეს.

ბანაკი 30 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით უკრაინელი ბავშვების ორ ნაკადს მასპინძლობს, რომელთა შორის უკრაინის სამხედრო ძალების მოსამსახურეთა და ომში დაღუპულ მებრძოლთა შვილები არიან.

უკრაინელი მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობენ. მათთვის ასევე ტარდება ექსკურსიები თბილისში, სიღნაღსა და ბოდბეში.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე