ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძემ აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან შეხვედრა გამართა

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ფარიდ გაიბოვთან. 

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ახალგაზრდობის სფეროში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ წარმატებულ პარტნიორობას და თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ორი ქვეყნის ინიციატივით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, მათ შორის, ქართულ-აზერბაიჯანული ახალგაზრდული ფორუმი და ბანაკი, რომელიც გუბაში, ბაქოსა და სუმგაითში ტარდება. მინისტრის თქმით, სწორედ მსგავსი აქტივობები ქმნის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ორიენტირებულ შესაძლებლობებს, რაც ისტორიული მეგობრობის გამყარებისა და ახალგაზრდებს შორის კავშირების გაფართოების საფუძველია.

თავის მხრივ, ფარიდ გაიბოვმა გივი მიქანაძეს სამაგალითო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ქართულ მხარესთან პარტნიორობის გაძლიერების მიზნით სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელების მზაობა გამოთქვა.

შეხვედრაზე მხარეებმა ახალგაზრდობის სფეროს განვითარების ხელშეწყობის კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს და ერთობლივი კონფერენციების, სემინარებისა და ფესტივალების ჩატარებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე