ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძემ და ელისო ბოლქვაძემ სახელოვნებო განათლების განვითარების მიმართულებით ერთობლივი ინიციატივები განიხილეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აჭარის ა/რ კულტურის მინისტრ ელისო ბოლქვაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან ერთად სახელოვნებო განათლების გაძლიერების მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილა.

როგორც გივი მიქანაძემ საუბრისას განაცხადა, ქართველი ხელოვანები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები არიან ის ადამიანები, რომლებსაც საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე გააქვთ. სწორედ ამიტომ სახელმწიფო განსაკუთრებით ზრუნავს კულტურისა და ხელოვნების განვითარებაზე.  

გივი მიქანაძემ და ელისო ბოლქვაძემ სახელოვნებო განათლების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და ამ მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

აღინიშნა, რომ მოსწავლეებში ქართული კულტურის შესახებ ცნობიერების გაზრდა და ახალგაზრდებში შემოქმედებითი ნიჭის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად,  სკოლებში სახელოვნებო განათლების გაძლიერებისა და პედაგოგების მხარდაჭერის კუთხით მნიშვნელოვანი ინიციატივები განხორციელდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე