ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძემ გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში განათლების სხვადასხვა საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში დიდიე ტღებიუკთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტები გააცნო.

საუბარი შეეხო უმაღლესი განათლების რეფორმას, რომლის კონცეფციასაც უახლოეს მომავალში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზოგადოებას წარუდგენს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმის მიზანია განათლების ხარისხის ზრდა და სტუდენტებისთვის, თავიანთი შესაძლებლობების რეალიზების მიზნით, კიდევ უფრო ფართო ასპარეზის შექმნა.

შეხვედრისას მხარეებმა ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. აღინიშნა, რომ სამინისტრო ამ მიმართულებით განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ისევე, როგორც პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

თავის მხრივ, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების განხორციელების კუთხით სამინისტროს მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი ნილს კრისტენსენი, გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის დონორებთან ურთიერთობის კოორდინატორი დავით მუშკუდიანი და გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი ნათია ჯოხაძე.

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე