ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა

8 აგვისტოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მოადგილე ზვიად გაბისონიასთან ერთად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია, სადაც ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.

სტუმრებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლად დანიშნულმა რექტორმა, თეა ჯუღელმა უმასპინძლა.

გივი მიქანაძემ რექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სიმბოლურია, რომ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ უმძიმეს დღეს, 8 აგვისტოს, სწორედ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ვესტუმრეთ. ეს უნივერსიტეტი უახლოეს მომავალში უნდა დაბრუნდეს თავის ბუნებრივ წიაღში – სოხუმში. მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყანა თავისი ტერიტორიულ მთლიანობას მშვიდობით აღადგენს.

ამ უნივერსიტეტს განსაკუთრებულს ხდის მისი აკადემიური პერსონალი, მეცნიერთა ჯგუფები, რომლებიც წლების განმავლობაში უდიდესი შრომით, უდიდესი თავდადებით ზრდიან ქვეყნისთვის ღირსეულ მომავალ თაობებს. მოგეხსენებათ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა, შესაბამისად, მისი განვითარება და მხარდაჭერა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია,“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარე, ასევე, დაგეგმილ პროექტებს გაეცნო.

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტის რექტორსა და თანამშრომლებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი თქმით, სამინისტრო გააგრძელებს სახელმწიფო უნივერსიტეტების განსაკუთრებულ ხელშეწყობას, რადგან ისინი გამორჩეულ როლს ასრულებენ უმაღლესი განათლების რეფორმის განხორციელების საქმეში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე