ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძე რუსთავში კოლეჯ „მოდუსს“ ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე რუსთავში კოლეჯ „მოდუსს“ ესტუმრა, სადაც სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და საგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებებს გაეცნო. 

გივი მიქანაძე: „კოლეჯი „მოდუსი არის ერთ-ერთი წარმატებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მსურველებს მრავალფეროვან პროგრამებს სთავაზობს. კოლეჯი სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებას უზრუნველყოფს, რითაც ხელს უწყობს  ქვეყანაში ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებას.

მინდა, ყურადღება გავამახვილო პროფესიული კოლეჯების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე – სამინისტრო მომავალში განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს მათი გაძლიერების ხელშეწყობაზე, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენს“. 

მინისტრთან ერთად, კოლეჯს ეწვივნენ ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და  რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილი.

კოლეჯი „მოდუსი“ წლის  მანძილზე 1000-ზე მეტ  სტუდენტს ემსახურება და ქვემო ქართლის რეგიონის ორ ლოკაციაზე –  რუსთავსა და მარნეულში ფუნქციონირებს, სადაც ჯამში ოცდაოთხი დასახელების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს. მათ შორის, პროგრამებს, რომლებშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები.

კოლეჯი თანამშრომლობს პენიტენციურ დაწესებულებებთან, სადაც ყოველწლიურად 100-ზე მეტი პატიმარი გადის მომზადებას  5 სხვადასხვა მიმართულების პროგრამაზე და ეუფლება პროფესიას. 

2021 წლიდან,  ევროპის საგანმანათლებლო ექსელენს ცენტრების  ქსელში და მიმდინარე წელს   საერთაშორისო   თვითშეფასებაში მონაწილეობის შედეგად, კოლეჯს მიენიჭა საერთაშორისო ხარისხის ნიშანი. დაწესებულება ჩართულია ერასმუს + ის პროგრამებში, როგორც საერთაშორისო პარტნიორი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე